გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ერთ-ერთი ვერსიით მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რის შემდეგაც 40 წლამდე კაცს ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები. დაჭრილი გურჯაანში, „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.