თელავში მცხოვრები სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი კვიპროსში ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
დღეს, კვიპროსში ევროპის ჩემპიონატი იწყება კვიპროსში ევროპის ჩემპიონატი იწყება, რომელშიც სხვა სპორტსმენებთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში მცხოვრები ვახტანგ ჩიდრაშვილი მიიღებს მონაწილეობას და ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
ინფორმაციას საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაცია ავრცელებს.
,,ჩვენი სამბისტები უკვე გაემგზავრნენ და მზად არიან ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე ასპარეზობისთვის. 26-27 მაისს ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის გაიმართება ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 28-29 მაისს – დიდებში”,- აცხადებენ საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციაში.
ვახტანგ ჩიდრაშვილი არაერთი ჯილდოს მფლობელია. მას სხვადასხვა ჩემპიონატებში აქვს მიღებული მონაწილეობა, როგორც საქართველოში ასევე მის ფარგლებს გარეთ. იგი არის ექვსგზის მსოფლიოს და ოთხგზის ევროპის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი.
ვახტანგ ჩიდრაშვილი 2021 წელს სამბოში, 58 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.