ახალი ამბები

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქვეყანაში ღონისძიებები დილიდან დაიწყო.

როგორც თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსის გამო ღონისძიებები მოკრძალებულია. ღონისძიების ორგანიზატორის, თათა სვანიძის ინფორმაციით, ღონისძიებები პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

„გასაგები მიზეზების გამო, წელს 26 მაისი განსხვავებულია. პროტოკოლის დაცვით თავისუფლების მოედანზე გაიმართა ფიცის დადების ცერემონია, რომელიც ასევე 5 სხვადასხვა რეგიონიდან პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. 20:00 საათზე ოპერისა და ბალეტის პროფესიულ თეატრში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა“, – განაცხადა თათა სვანიძემ.