თუშეთის გზაზე დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს
თუშეთის გზაზე დაშავებული, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები, 49 წლის შოთა ლეკაიძე, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში, ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.
ექიმის მაია მრელაშვილის განმარტებით, პაციენტს ქალა- ტვინის დახურული, გულ- მკერდისა და ბარძაყის ტრავმები აქვს მიღებული და საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას.
მისი თქმით, პაციენტის კვლევა ისევ მიმდინარეობს.
შოთა ლეკაიძის ახლობლები ამბობენ, რომ მწყემსი, თუშეთის გზის საშიშ მონაკვეთში, ზვავზე დაცურდა.
შეგახსენებთ, მწყემსი ომალო -აბანო- ფშავლის გზაზე, სიმაღლიდან რამდენიმე საათის წინ გადავარდა. სამაშველო ოპერაცია თითქმის ერთ საათს მიმდინარეობდა.