ფერადი დავით გარეჯი- ფოტოები
ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია დავით გარეჯში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
,,გუშინ გარეჯის ნათლისმცემელში ყოფნისას მორჩილმა სიმონ გულედანმა შემომთავაზა, მოდით მეგზურობას გაგიწევთ და ფერად მთებს გიჩვენებთო, ვიფიქრე რა უნდა მაჩვენოს ისეთი, რაც არ მინახავს და რომ გამაკვირვოს-მეთქი. კიდევ კარგი რომ დავთანხმდი ამ კეთილ ადამიანს და გავემგზავრეთ ერთად, სულ 5-7 კილომეტრი იქნება ნათლისმცემლის ტაძრიდან. გეფიცებით მსგავსი სილამაზე სხვა ქვეყნებშიც თუ მენახოს”,- წერს სოციალურ ქსელში ბადრი ვადაჭკორია.