მაშველებმა ფშაველი- აბანო- ომალოს გზაზე სიმაღლიდან გადავარდნილი მწყემსი ამოიყვანეს
ფშაველი- აბანო- ომალოს 47- ე კილომეტრზე სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
მწყემსი, რომელიც სიმაღლიდან გადავარდა მაშველებმა ამოიყვანეს. შუახნის კაცს სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები აღენიშნება.
დაშავებულს სასწრაფო დახმარების ბრიგადა რამდენიმე საათში თელავის საავადმყოფოში მოათავსებს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდება.
მწყემსი ცხვარს მთაში მიერეკებოდა, რა დროსაც თუშეთის გზის სახიფათო მონაკვეთზე ფეხი დაუცირდა და სიმაღლიდან გადავარდა.