ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მწყემსი სიმაღლიდან გადავარდა
ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მწყემსი სიმაღლიდან გადავარდა.
ის ცხვარს მთაში მიერეკებოდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე უცნობია, რადგან მთაში დაკავშირება ვერ ხერხდება.
შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მიემართებიან.