ახალი ამბები

დაცული ტერიტორიები 26 მაისიდან იხსნება

26 მაისიდან საქართველოს 93-ვე დაცული ტერიტორია მუშაობას განაახლებს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ვიზიტორები ტერიტორიებზე მოგზაურობას შეძლებენ ყველა იმ რეკომენდაციისა და წესის დაცვით, რომელიც საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის შემუშავებული.

ვიზიტორებმა დახურულ და ღია საჯარო სივრცეში ყოფნისას/გადაადგილებისას უნდა გაიკეთონ პირბადე. ვიზიტორთა ცენტრში, ერთდროულად, შესაძლებელია მხოლოდ 5 სტუმრის ყოფნა.
მათ უნდა დაიცვან ფიზიკური დისტანცია მინიმუმ 2 მეტრი.

რეკომენდებულია, რომ თანხის გადახდა მოხდეს უკონტაქტო გზით ან დისტანციურად.