ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა
ყვარელი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი მძიმედ დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, MERCEDES-BENZ- ის მარკის ავტომობილი საპირისპირო მხარეს მოძრავ თვითმცლელს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა და სამმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიიღეს.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ექმურებათ.
მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.