ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკა თელავში

ბელადი სოფელ ვანთას შინმოუსვლელთა მემორიალს გადაჰყურებს. რეგიონში ეს სტალინის ყველაზე დიდი მონუმენტია.

საბჭოთა სიმბოლოები და ტოტალიტარული პორტრეტები კახეთის რეგიონის სოფლებში დამოუკიდებლობის ხელახალი მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც სახეზეა.

სოფლის ცენტრში, იქ სადაც შინმოუსვლელთა მემორიალია, იოსებ სტალინის ბანერი ცენტრალურ ადგილზეა განთავსებული. კონსტრუქცია დაახლოებით 10 წლის წინ დადგეს.