თელავში ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, ფეხბურთის თამაშის დროს 17 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
შემთხვევა, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფლის სტადიონზე თამაშისას, მოზარდმა გულის არეში ტკივილი იგრძნო.
სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადა მისმა თანატოლებმა გამოიძახეს, თუმცა არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პოსპიტალში, მისი რეანიმაციის მცდელობა, უშედეგოდ დასრულდა.
რა გახდა, ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზა დაადგენს.