ახალი ამბები

კახეთის რამდენიმე სკოლაში “ბოლო ზარი” რეგულაციების დაცვით ჩატარდა

კახეთის, რამდენიმე სკოლაში “ბოლო ზარი” რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.

თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ლევან მრელაშვილის თქმით, ,,ბოლო ზარი” ღია სივრცეში უნდა ჩატარებულიყო. იმ შემთხვებაში კი, თუ სკოლას არ აქვს მსგავსი შესაძლებლობა, მაშინ ღონისძიება დახურულ სივრცეში მკაცრი რეგულაციების დაცვით მიმდინარეობს.

“რა თქმა უნდა ,,ბოლო ზარის” ღონისძიების ღია სივრცეში ჩატარება სასურველია. ასევე, ჩვენი თხოვნაა, არ ჩატარდეს ექსკურსიები და გასეირნება. თუმცა გასეირნება მაინც ხდება. ამ შემთხვევაშიც სკოლის დირექტორი, რეკავს საპარტულო სამსახურში და აცნობებს მათ მარშრუტს, რათა ყველაფერმა დაცულად და უსაფრთხოდ ჩაიაროს. მაქსიმალურად ვცდილობთ შევინარჩუნოთ ბავშვების უსაფრთხოება და ჩატარდეს ყველაფერი კარგად, ყოველგვარი გართულებების გარეშე”,- განაცხადა ლევან მრელაშვილმა.