თელავში შშმ და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა უფასოდ გახორციელდება
თელავში სოციალურად დაუცველი და covid-19-ის შედეგად შემოსავალდაკარგული ოჯახებისთვის უფასო სასკოლო მოსამზადებელი პროგრამა განხორციელდება.
სოციალური მუშაკის, მოსამზადებელი ცენტრის Alpha kids club- ის წარმომადგენელი იზი გურგენიძე აცხადებს, რომ პროგრამა განკუთვნილია 5-6 წლის ბავშვებისთვის.
“ჩვენი პროექტი თანაბარად ემსახურება ყველას, განურჩევლად რელიგიური, ეთნიკური თუ გენდერული მიკუთვნებულობისა და შშმ სტატუსისა. სასწავლო პროგრამა შედგება – მათემატიკის, წიგნიერებისა და კრეატივის ბლოკებისგან. მოსწავლეები უზრუნველყოფილნი იქნებიან მრავალფეროვანი სამუშაო მასალით. პროგრამა ორიენტირებულია ბავშვების კოგნიტური, მოტორული, წინარე აკადემიური, ემოციური და სოციალური სასკოლო მზაობის ჩამოყალიბებაზე. პროექტში ჩართულია ფსიქოლოგი, ლოგოპედი და სოციალური მუშაკი. პროგრამა ივნისის და აგვისტოს თვეებში გაგრძელდება თვენახევრის განმავლობაში”,- განაცხადა იზი გურგენიძემ.
პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის მხარდაჭერით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
იხილეთ ვრცლად-shorturl.at/agqzR

