გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სამსახურებრივი ავტომანქანა სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, სოფელ ჭერემში მოხდა. მაღალმთიან დასახლებაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ორი თანამშრომელი, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მყოფმა ორმა პირმა დაზიანება მიიღო. ექიმების განმარტებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია იმყოფება.