ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს
დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა.
შარლ მიშელი დღესვე რამდენიმე შეხვედრას გამართავს, რომელთაგან პირველი საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ექნება. ის პირისპირ შეხვდება მთავრობის მეთაურს ირაკლი ღარიბაშვილსაც. პოლიტიკურ პარტიებთან კი, შარლ მიშელი საქართველოს პარლამენტში გამართავს შეხვედრას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, ორბელიანების საპრეზიდენტო სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები, კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი ესწრებოდნენ, პრეზიდენტი მიშელი პროცესს თვალს ვიდეოფორმატში ადევნებდა.