ახალი ამბები

თელავში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა ქალს სამარშრუტო ავტომობილი დაეჯახა

თელავში, რუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა ქალს სამარშრუტო ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა ქალი ცენტრალურ გზას, ბავშვთან ერთად კვეთდა, როცა მას სამარშუტო ავტომობილი შეეჯახა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი დაშავებული სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.