ხვალ კოვიდ-საბჭო დამატებით ღონისძიებებზე იმსჯელებს
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძეს თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარება საკმაოდ რთულდება, რის გამოც მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის ზომებზე იმსჯელებს.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე აქტიური ინფიცირების მაჩვენებელი 10 ათასს აღემატება, რაც ზრდის ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე.
“ბოლო 1 კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი ინსპექციის მხრიდან გამკაცრებულია ღონისძებები. მიმდინარეობს ინტენსიური მონიტორინგი. გამკაცრდა დაჯარიმებები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხრიდან შენარჩუნებული იყოს დამატებითი მიდგომა. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების მხრიდან აქტიური ჩართულობა, რათა მოხდეს ვირუსის დროული შეკავება და ინფექციის გავრცელების მინიმუმამდე დაყვანა“- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.