თელავში, პანკისის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს
თელავში, ისტორიულ მუზეუმში გამართულ შეხვედრაზე პანკისის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
ღონისძიების ფარგლებში, გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, აფშან ხანი და ევროკავშირის ელჩები კახეთის რეგიონს სტუმრობენ.
მხარეებმა ეთნიკური ქისტებით დასახლებული პანკისის ხეობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და ერთობლივი თანამშრომლობის მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
„გაეროს ბავშვთა ფონდი მოხარულია კახეთის რეგიონში სტუმრობით. ჩემთან ერთად არიან სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატები. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა მათთვის, რომ ჩავიდნენ პანკისის ხეობაში და ჩვენთან ერთად მოისმინონ იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებები, სურვილები. ჩვენ შესაძლებლობა გვექნება, რომ მათთან ერთად მოვახდინოთ გავლენა განვითარების პროგრამებზე და ქალებისა და ბავშვების ხელშეწყობის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დავგეგმოთ“– აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა აფშან ხანიმ.