საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შს სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 1982 წელს ო.ს. დანაშაულები კი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს – 1977 წელს დაბადებულ ზ.ქ.-ს პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი გადაყვანილია კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, საგარეჯოში დააკავა. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს.