წარმატებული მუსიკოსი გურჯაანიდან
რუსთავი 2″-ის მეგა-შოუ ,,დიდი სცენის” 2020 წლის გამარჯვებულმა, გურჯაანში მცხოვრებმა ლევან ყანდიაშვილმა ახალი სიმღერა ჩაწერა.
ლევანი ამბობს, რომ თავისი პირველი სიმღერა პაპას მიუძღვნა.
“პაპას ბევრი იცნობს კახეთში და ყველამ იცის, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის საქმეში. ჩემი სიყვარული და პატივისცემა მის მიმართ ამგვარად გამოვხატე. ეს კადრები სამუდამოდ დარჩება და ჩემთვის ძალიან ძვირფასი იქნება. ეს ერთერთი ჩემი საყვარელი სიმღერაა გიული ჩოხელის შესრულებით.
მას ,,სიყვარულის ვალსი” ჰქვია თუმცა ჩემი ვერსია ტანგო უფროა ვიდრე ვალსი. ამიტომ “სიყვარულის ვალსი ტანგოში” უფრო საინტერესოდ ჟღერს. არანჟირების ავტორი მე ვარ. სიმღერაც ჩემს სტუდიაში ჩაიწერა და ვფიქრობ “პაპას გარმონი” ძალიან მოუხდა. გულწრფელად ვიტყვი, რომ ამ ყველაფერში არ დახარჯულა არანაირი თანხა, სიმღერა უდიდესი ენთუზიაზმითა და სიყვარულით შეიქმნა დიდი იმედი მაქვს მსმენელს მოეწონება”,- აცხადებს ლევან ყანდიაშვილი.