ახმეტაში ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.
თვითმხილველების თქმით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს ახმეტა- თელავის დამაკავშირებელ მაგისტრალზე შეეჯახა. შეჯახების შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში მოტეხილობები მიიღო ხუთმა მგზავრმა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზად გადაჭარბული სიჩქარე სახელდება.