ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 65 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ექიმების გარდა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებიც შეძლებენ.
“მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში, კერძოდ, 65 და 75 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა”, – თქვა ტიკარაძემ.
მინისტრის განცხადებით, ისინი პორტალზე რეგისტრაციას 25 მარტიდან შეძლებენ.