ახალი ამბები

მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ “კომენდანტის საათის” მოხსნის საკითხი მარტის ბოლოს განიხილოს.
„ყოველი შემსუბუქების შემდეგ, 10 დღე – 2 კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და თუ სტაბილური იქნება, შემდგომ ეტაპზე ამ საკითხსაც განვიხილავთ, ოღონდ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.