ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაწყებულმა იმუნიზაციამ ქვეყანაში პანდემია უნდა დაასრულოს.
“მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა ჩემ კოლეგას, მედიცინის მუშაკს, რომელიც პირველ მაგალითს იძლევა. დღეს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, უნდა აიცრას ქვეყნის მოსახლეობის 65%. იმედი მაქვს ამ პროცესის სოლიდარული ვიქნებით და კიდეც დავამთავრებთ მას.
ვაქცინაციის დაწყება ძალიან კარგია, მაგრამ მთავარი იქნება დამთავრება. ჩვენ წელს უნდა ავცრათ 1 600 000 – 1 700 000-მდე ადამიანი, თუ ამას გავაკეთებთ, დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
იგი მოუწოდებს ხალხს, რომ დავარწმუნოთ ერთმანეთი აცრის გასაკეთებლად, რადგან მედიცინას ამაზე უკეთსი ჯერ არაფერი მოუგონია. შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. მედიცინის მუშაკები „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იცრებიან.