პანკისის სათემო ორგანიზაცია, ხეობის მოსახლეობის საჭიროებების ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს
პანკისის სათემო ორგანიზაცია, ხეობის მოსახლეობის საჭიროებების ფართომასშტაბიან კვლევას იწყებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, კვლევა პანკისის ხეობის 16 სოფელში ჩატარდება და პანკისის სათემო ორგანიზაციის ინტერვიუერები 300 ინტერვიუს ჩაატარებენ. მათივე თქმით, კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია ივნისის დასაწყისში გაიმართება.
პროექტი ,,People in Need Georgia”-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.