ახალი ამბები

ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი მოსწავლეები სიღნაღში მოქმედ სათნოების სახლს დაეხმარნენ

სიღნაღის მუნიციპალიტეტში არსებულ სათნოების სახლ „ბეთელს“ ჰოლანდიაში დაარსებულმა ფონდმა „დავეხმაროთ საქართველოს“ მზეზე მომუშავე წყლის გამათბობელი სისტემა დაუმონტაჟა.

ფონდი სკოლის მოსწავლეების – გიორგი, ლევან და თემუკა სვანიძე-ვენკოების მიერაა დაარსებული, რომელიც 2018 წლიდან მუნიციპალიტეტში არსებულ თავშესაფრებს საჭირო ინვენტარით არაერთხელ დახმარებია.

ვენკოების ოჯახი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი გოგილაშვილთან ერთად მოხუცთა თავშესაფარში იმყოფებოდნენ, სადაც სისტემის დამონტაჟების პროცესს თავად დაესწრნენ.

ფონდის დამფუძნებელიმა გიორგი ვენკომ 2019 წელს სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე და მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და სიღნაღში, ბროწლიანის სათნოების სახლს დაეხმარა.

შეგროვებული ფულით მან მოხუცთა თავშესაფარს წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა. ის ფულს ორი წლის განმავლობაში აგროვებდა.

ბიჭების დედა ტურისტული კომპანია Tika Tours-ის ხელმძღვანელია. სწორედ ამ კომპანიამ წარადგინა საქართველო გასულ წელს ყვავილების საერთაშორისო ფესტივალზე. ყვავილების ნარიყალა და ქართლის დედა ტომოჰონის ინტერნაციონალურ ყვავილების ფესტივალზე მსოფლიოს უამრავმა ადამიანმა ნახა.