პანკისში, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს
ოჯახის წევრები და თანასოფლელები მისი გათავისუფლების მოთხოვნით სოფელ ჯოყოლაში შეიკრიბნენ და საქმის სამართლიანად გამოძიება მოითხოვეს.
აქციის პარალელურად,თელავის რაიონულ სასამართლოში დაკავებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების თაობაზე იმსჯელეს.
მოსამართლემ დაკავებული შმაგი მუთოშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
გამოძიება შმაგი მუთოშვილის, ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობას და იარაღის უკანონო შენახვა ტარებას ედავება.
ცნობისთვის,შმაგი მუთოშვილი, 2019 წლის 27 ნოემბერს მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტისას მოკლული 37 წლის ვისო მუთოშვილის ძმაა.
ერთი ვერსიით, დაპირისპირება ორი გვარის – მუთოშვილების და ქავთარაშვილების შორის ადრე დაწყებული კონფლიქტის აგრძელება იყო, მეორე ვერსიით კი მხარეებს შორის კონფლიქტი ხეობაში ჰესების აშენების საკითხის უკავშირდებოდა.
37 წლის ვასო მუთოშვილის მკვლელობისთვის ორი პირია დაკავებული.