პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თელავში საბჭოს ახალი წევრები წარადგინა
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ თელავში ქალთა საბჭოს 12 ახალი წევრი წარადგინა.
საბჭოს წევრები თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან არიან და ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ.
ღონისძიებას „ლელო საქართველოსთვის“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ირაკლი ტალახაძე და პოლიტსაბჭოს წევრი, მედეა მეტრეველი ესწრებოდნენ.
,,მიგვაჩნია, რომ ქალების ჩართულობა პოლიტიკაში, ბიზნესში, ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. “ლელო საქართველოსთვის” თვლის, რომ ქალები თავის სიტყვას იტყვიან ყველა მიმართულებით”,- განაცხადა ტალახაძემ.
საბჭოს ქალი წევრების წარდგენა, თელავში, ნადიკვრის პარკში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.