ახალი ამბები

16 იანვრის შემდეგ გამკაცრებული შეზღუდვების გახანგრძლივება არ განიხილება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე 16 იანვრის შემდეგ შეზღუდვების გახანგრძლივების საკითხი არ განიხილება.

იმნაძის თქმით, დააკვირდებიან, როგორ აისახება ახალი წლის ღამეს გაზრდილი მობილობა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„შეზღუდვების გახანგრძლივება ამ ეტაპზე ნამდვილად არ განიხილება. ჯერ-ჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, დავაკვირდებით სიტუაციას, როგორი იქნება 10-12 რიცხვისთვის საახალწლო ღამის შედეგები“, –
აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მარიამ ოქროცვარიძე