მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძეს განცხადებით, მოსახლეობისთვის ნარჩენების სეპარირება სავალდებულო გახდება.
მისი განმარტებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცებას პარლამენტი მომდევნო წელს გეგმავს და აღნიშნული ვალდებულება საქართველოს მოსახლეობაზე ეტაპობრივად გავრცელდება.
,,ნარჩენების შესახებ კოდექსი წლების წინ არის მიღებული, რომელიც მსგავსი ვალდებულების შემოღებასაც ითვალისწინებს. თუმცა, საკანონმდებლო დონეზე ამას დაზუსტება ესაჭიროება.
სანამ ნარჩენების სეპარაცია სავალდებულო გახდება, მანამდე სახელმწიფომ შესაბამისი ინფრასტრქუტურა უნდა მოაწყოს. ასევე ნარჩენების განცალკევების წასახალისებლად მოქალაქეებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებაც იგეგმება”, – აცხადებს მაია ბითაძე.