ახალი ამბები

თელივერი, ხალხზე ორიენტირებული სერვისი (R)

წინა საახალწლო პერიოდი როგორც წესი, ყველასთვის დადებით ემოციებთანაა დაკავშირებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, უამრავი ადამიანია, რომლებსაც გაჭირვება არ აძლევს საშუალებას მშვიდად შეხვდეს ახალ წელს.

სწორედ ამიტომ, თელავში არსებულმა ორმა კომპანიამ, გადაწყვიტა შესაძლებლობების ფარგლებში, მცირედით მაინც დახმარებოდა ისეთ ადამიანებს , რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

კომპანია თელივერი, თელავში არსებული მიტანის სერვისია, რომელიც ახალია ჩვენს ქალაქში, თუმცა უკვე დიდი პატივისცემითა და სიყვარული სარგებლობს მოსახლეობის მხრიდან, კომპანიამ გადწყვიტა, რომ ხელი შეეწყო რესტორან ბრავოს ყოველ წლიურ ტრადიციის განხორციელებაში და დახმარების სახით გადაეცა ის პროდუქტები შეჭირვებულებისათვის, რაც ცალსახად უმნიშვნელოვანესია, მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც პანდემიამ ყველა ოჯახს გარკვეული ზიანი მიაყენა.