თელავში სამოქალაქო აქტივისტები კახეთის პოლიციის ხელმძღვანელებს შეხვდნენ
თელავში, სამოქალაქო აქტივისტებმა, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მოთხოვნები გააცნეს.
მხარეებს შორის შეხვედრა თელავის პოლიციის განყოფილებაში მიმდინარეობდა.
როგორც სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, სამართალდამცველებთან შეთანხმება შედგა, იმ პირობით, რომ უახლოეს პერიოდში გამოიძიებენ 1 იანვარს მომხდარ ფაქტს და უსაფრთხოებიდან გამომდინარე კარავთან პოლიცია იმორიგევებს.
სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს თეატრის წინ გააგრძელებენ.
ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტები თელავში, თეატრის წინ გაშლილ კარვებში იმყოფებიან. ისინი ამ ფორმით საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალ არჩევნებს ითხოვენ.