პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს
პური შესაძლოა ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით,შესაძლებელია გაძვირდეს საგემოვნო პურის სახეობები.
“გაძვირებულია და შესაძლებელია გაძვირდეს ის პური, რომელიც თავისუფალ ბაზარზეა, ესაა ე.წ. საგემოვნო პურები: იგივე გერმანული, ავსტრიული, თონის პური და სხვა, რადგან ამ სახეობებზე პროგრამა არ არსებობს და არც ყოველდღიურად მოიხმარს მომხმარებელი. მაგალითად, ადამიანები თონის პურს თვეში საშუალოდ 6-7-ჯერ ყიდულობენ და არა ყოველდღიურად.
ასევეა საკონდიტრო ნაწარმი. ნამცხვრები, ტორტები, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი არ არის. ადამიანებისთვის ეს არაა ყოველდღიურად აუცილებელი პირობა. მათზე ფასები გაზრდილია და ამას ვადასტურებ”, — განაცხადა სილაგავამ.