ახმეტაში ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ქალაქ ახმეტაში ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძეს განცხადებით, მშენებლობა მეუფე დავით ალავერდელის თხოვნით, სააგენტომ მიმდინარე წელს დაიწყო.
,, ქალაქ ახმეტში, ღვთაების სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წელს განხორციელდა მონასტრის გაწმენდა მცენარეული და მიწის საფარისაგან. სრულად გამოჩნდა დაზიანებული ტაძარი და მონასტრის დანარჩენი ნაგებობები. 2021 წელს გაგრძელდება არქეოლოგიური სამუშაოები და დაიწყება რეაბილიტაციის პროექტის მომზადება. რეაბილიტაციის პროექტის შემდეგ ფონდი ,,ქართუს” დაფინანსებით მოხდება მონასტრის სრული აღდგენა”,– განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
მონასტერი აგებულია ადრე შუასაუკუნეებში. მისი დაარსების თარიღი, ასურელ მამებს, უშუალოდ კი ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობას უკავშირდება.