სოფელ ბადიაურში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მცხოვრები მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ხანზამული მკურნალობის კურსს თბილისის ერთ- ერთ საავადმყოფოში გადიოდა.
თანმხლები დაავადებების გამო მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
კახეთის რეგიონში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 22-ს მიაღწია.
რვა მუნიციპალიტეტის მასშტაბით კი დღეს კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.