თელავის წყალმომარაგების რეაბილიტაცია სავარაუდოდ წელიწადნახევარში დამთავრდება
კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, თელავის წყალმომარაგების სისტემის საბოლოო რეაბილიტაცია სავარაყდოდ წელიწადნახევარში დასრულდება.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ხელშეკრულება გაფორმდება მშენებელ კომპანიასთან, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა.
,,წყალმომარაგება დღეს გახდა ნომერ პირველი პრობლემა, იმიტომ რომ დღეს არც გაზი არც შუქი, გზების მშენებლობა, სოფლებში შიდა საუბნო გზები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი უკვე ყოველწლიურად მიდის და მიდის და ვითარდება. ცხოვრების დონის მატებასთან ერთად, ახლა უკვე დღის წესრიგში სრული სიმწვავით დადგა ეს პრობლემა.
ხელშკრეულბა ფორმდება მშენებლ კომპანიასთან,რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა და წელიწადნახევარში უნდა დამთავრდეს მთელი თელავის საბოლოო რეაბილიტაცია და თელავი გახდება, როგორც თბილისი, იმ დონის წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი. ამ საკითხზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
კახეთში ეტაპობრივი გეგმა უნდა განხორციელდეს, რომ არამარტო მუნიციპალურ ცენტრებში, არამედ ყველა დასახლებულ პუნქტებში წყალმომარაგება გახდეს ხარისხიანი, 24 საათიანი და ეს უნდა ვიცოდეთ, რომ უკვე იქნება გადასახადთან დაკავშირებული.
იმიტომ რომ თუ ეს დაწყებული სათავიდან დამთავრებული მომხმარებლამდე, თუ მრიცხველი არ დადგება, წინააღმდეგ შემთხვევში ეს ვერ იმუშავებს. გეგმაზომიერად მივყვებით და წყალმომარაგების სისტემა ყოველწლიურად გაუმჯობესება. კახეთი თითქოს ერთი შეხედვით მცირე რესურსიანი არის წყლით, მაგრამ იმდენი რესურსი ნამდვილად გააჩნია ბუნებას, რომ სწორი ექსპლოატაქციის პირობებში მოსახლოებას ჰქონდეს წყალი.,,- აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ნიკოლოზ ესიტაშვილი