სოფელ ნაფარეულში ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ავარიას 44 წლის ქალი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც საბურავი მოულოდნელად გასკდა და რამდენჯერმე ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა ავტომობილში მჯომი ერთი მგზავრი, ორი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.