ლაგოდეხში კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი გარდაიცვალა
კლინიკებში ადგილების უქონლობის გამო, ლაგოდეხის ცხელების ცენტრში, კორონავირუსით ინფიცირებული 60 წელს გადაცილებული მამაკაცი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის ლაგოდეხში კლინიკა “არქიმედეში” მკურნალობდა.
,,ადგილები არ არის კლინიკებში, შესაბამისად, მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა. შექმნილი ვითარების გამო, კლინიკა კოვიდ-ცენტრად გადაკეთდება. მამაკაცს ჰქონდა სხვა დაავადებებიც“- განაცხადა ლაგოდეხის ,,არქიმდეს” სამედიცინო დირექტორმა, ნიკოლოზ ყარალაშვილმა.
დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში კოვიდ- 19- ის სამკურნალო კლინიკა არ ფუნქციონირებს.
რეგიონში ოთხი ცხელების ცენტრი მოქმედებს, სადაც სიმპტომების მქონე პაციენტების დროებითი მოთავსება ხდება.