სოფელ პატარძეულში შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთში, კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევიდან ერთი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მცხოვრები კაცია.
ის შემოსავლების სამსახურში მუშაობს. მეორე ინფიცირებული კი ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის მკვიდრია. ის შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” თანამშრომელია.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ინფიცირებულია 11 პირი. ყველა მათგანი მკურნალობის კურსს უკვე გადის.
36 მოქალაქე კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაინფიცირებულთა რიცხვი 401-ია.