გასართობი სივრცეების არარსებობა თელავში
თელავში მცხოვრები ახალგაზრდები გასართობი სივრცეების არარსებობაზე საუბრობენ.
მათი თქმით, ახალგაზრდების პრობლემებით არავინ ინტერესდება და ქალაქში ძირითადად მხოლოდ კვების ობიექტებია გახსნილი.
” თუ გვინდა, რომ თელავი გახდეს განვითარებული ქალაქი, უნდა იყოს გააქტიურებული ისეთი ტიპის სივრცეები, რომლითაც ახალგაზრდები ისარგებლებენ. ქალაქში არ არის კინო, გასართობი და კულტურული ცენტრები”,- განუცხადა knews.ge-ს ფოტოგრაფმა გიორგი ჩეკურიშვილმა.
ფოტოგრაფმა გიორგი ბეჟანიშვილმა ახალგაზრდების გასააქტიურებლად სამაგიდო თამაშების კლუბი შექმნა, სადაც ახალგაზრდები თავისუფალ დროს ნაყოფიერად ატარებენ.
,,თელავში ახალ მიმდინარეობად შეიძლება ჩაითვალოს სამაგიდო თამაშების კლუბი, რომელიც რამდენიმე თვეა არსებობს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
სამწუხაროდ თელავი არის სარკისებული ბიზნესის ქალაქი, რაც იწვევს კრეატივის ნაკლებობას და ახალგაზრდების გაქცევას”,- განაცხადა ფოტოგრაფმა გიორგი ბეჟანიშვილმა.
იხილეთ აღნიშნულ თემაზე მომზადებული ვიდეო: