ახალი ამბები

წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

თვითმხილველების თქმით, მსუბუქი ავტომანქანა მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა და ხეს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.