ახალი ამბები

სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონული სასამართლოს 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, პატიმრობა შეეფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი, ლალი ჩაველაშვილი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის 25 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლებას ითხოვდა.

სასამართლომ დაცვის პოზიცია არ გაითვალისწინა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.

წინა სასამართლო სხდომა 1 დეკემბერს გაიმართება.

გამოძიება ბრალდებულს, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მკვლელობა სოფელ იორმუღანლოში 7 ოქტომბერს მოხდა. 38 წლის ქალმა, 36 წლის თანასოფლელი, სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.