ახალი ამბები

სოფელ ერისიმედში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში, სადაც 9 ოქტომბრიდან საკარანტინე წესები მოქმედებს, კორონა ვირუსის კიდევ ერთი შემთხვევა გამოვლინდა.

ერისიმედში დაფიქსირებული ორი შემთხვევის, ერთ კონტაქტს კოვიდ -19 დაუდასტურდა.

არსებული ინფორმაციით, დღეს, ეპიდემიოლოგებმა, ლაბორატორიული კვლევისათვის, კიდევ ექვსი კონტაქტის ბიოლოგიური მასალა გააგზავნეს.

ტესტირების პასუხი, სავარაუდოდ, ხვალისათვის გახდება ცნობილი.

ექიმების გადაწყვეტილებით, სოფელში ტესტირებას, მხოლოდ იმ პირებს ჩაუტარებენ, ვისაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდება.

დღეისათვის ერისიმედში კვლავ საკარანტინე წესები მოქმედებს. სოფლის შესასვლელში, სამედიცინო კარავია მოწყობილი და მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება.

შეგახსენებთ, სოფელში შეზღუდვების დაწესება, კორონა ვირუსის ორი შემთხვევის დადასტურებას მოჰყვა.

კოვიდ-19 ერთი ოჯახის ორ წევრს დაუდგინდა, რომლებსაც თითქმის მთელ სოფელთან ჰქონდათ შეხება.

ერთ- ერთ მათგანს, აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.