კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 87- მდე გაიზარდა
კახეთში, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 87- მდე გაიზარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსის არსებობა დაუდასტურდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცს, რომელმაც საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით თავად მიმართა.
კორონავირუსი აღმოჩნდა ასევე ყვარლის მკვიდრსაც. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა.
მესამე შემთხვევა კი სოფელ ერისიმედს უკავშირდება, სადაც მეორე დღეა სოფლის შესასვლელ- გასასვლელს პოლიცია აკონტროლებს.
სოფელში გაშლილია საველე კარავი და დაწყებულია მოსახლეობის თერმოსკრინინგი.
რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში COVID-19-ის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა -19; თელავი – 6; გურჯაანი- 12; ყვარელი -19; ლაგოდეხი – 21; დედოფლისწყარო -2 და სიღნაღი -8.