ახალი ამბები

სოფელ ერისიმედში მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოწყობილ სამედიცინო-საკნტროლო პუნქტში შემსვლელ-გამსვლელი მოქალაქეების თერმოსკრინინგი გრძელდება.
ამ ეტაპზე სოფელში სულ სამ ადამიანია ინფიცირებული. სპეციალისტებმა ინფიცირებულების ახლო კონტაქტებიდან აიღეს ბიოლოგიური მასალა, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნება და პასუხი სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში გადაადგილების შეზღუდვა კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის შემდეგ ამოქმედდა. მოეწყო პოლიციის საკონტროლო პუნქტი და სამედიცინო შემოწმების კარავი.