თიბისი ბანკის თელავის ფილიალის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
კახეთში კორონავირუსის 88-ე შემთხვევა გამოვლინდა
არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებული თელავში მდებარე “თი-ბი- სი” ბანკის ერთ- ერთი თანამშრომელია.
ეპიდემიოლოგების მიერ დაწყებულია კონტაქტების მოძიება. საბანკო სექტორის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ინფიცირებულ მამაკაცთან ახლო კონტაქტში იმყოფებოდნენ, სპეციალისტების მიერ თვითიზოლაციაში ყოფნის რეკომენდაცია მიეცათ.
რაც შეეხება სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედს, სადაც მესამე დღეა საველე კარავი მოეწყო და პოლიცია შესასვლელ- გასასვლელს აკონტროლებს, ამ დრომდე ადგილობრივების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს. საეჭვო სიმპტომების მქონე მოქალაქეებს კი უტარდებათ უფასო PCR ტესტირება.