ლაგოდეხში უპატრონო ძაღლების ვაქცინაცია დაიწყო
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების ვაქცინაცია დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უსახლკარო ძაღლების იზოლირება ჰუმანური, უმტკივნეულო მეთოდით ბადის საშუალებებით განხორციელდება.
,,მოხდება სტერილიზაცია, ვაქცინაცია და თითოეულის იდენტიფიკაცია დანომრილი საჭდის ყურზე დამაგრებით. ყველა საჭირო პროცედურების შესრულების შემდეგ ცხოველები დაუბრუნდებიან აყვანის ადგილებს. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ვაქცინირებული ცხოველები საშიშროებას აღარ წარმოადგენენ მოსახლეობისათვის.
სამუშაოებს მერიის დაკვეთით შპს „დოგი დიკ“-ი შეასრულებს და ის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე განხორციელდება”,- აცხადებენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში.