სოფელ ქედელში შშმ პირთა თავშესაფარში ბენეფიციარი გარდაიცვალა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედელში შშმ პირთა თავშესაფარში ბენეფიციარი გარდაიცვალა.
თავშესაფარში აცხადებენ, რომ ის შეუძლოდ საკვების მიღების დროს გახდა. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვეღარ შეძლო.
საქმეზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.