ახალი ამბები

თელავში, ზუზუმბოს ქუჩაზე ხიდთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა დასრულდა

პროექტის ფარგლებში, ზუზუმბოს ქუჩაზე ხიდთან მისასვლელი ბილიკის მოწყობა დასრულდა.
საბავშვო მოედანისკენ მიმავალ ხიდს ბეტონის ბილიკი და მოაჯირები გაუკეთდა, დამონტაჟდა განათება და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდს.
აღსანიშნავია, რომ ბილიკი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 988 ლარით დაფინანსდა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა შპს ,,ბორბალომ” შეასრულა.
მარიამ ოქროცვარიძე