გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი
საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა.
შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველ სექტემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, კონკურსი 73-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადდა.
,,კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები მიიღება მატერიალური სახით 2020 წლის 2- 3 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები: განცხადება (ივსება ადგილზე); საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ფოტოასლი;
უმაღლესი განათლების (აგრეთვე აკადემიური ხარისხის – თუ აქვს) დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლი (საბუთების ჩაბარებისას კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს დიპლომისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დედნები ან ნოტარიულად დამოწმებული ასლები, (შესაბამისობის დადგენის შემდგომ დოკუმენტაცია უბრუნდება კანდიდატს);
ავტობიოგრაფია ან Curriculum Vitae (CV); კანდიდატის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილების აღწერა (თუ აქვს ასეთი გამოცდილება); საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ფოტოასლი.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ პირებს 21 წლის ასაკიდან”,– აცხადებენ ცესკოში.